საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ახალგაზრდა არქეოლოგთა XIV საერთაშორისო კონფერენცია

2023 წლის 1-4 ივნისს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით ვარძიაში გაიმართება ახალგაზრდა არქეოლოგთა XIV საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ეძღვნება ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 160 წლისთავს.

 

კონფერენციის სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობა:

პროფ. ვახტანგ ლიჩელი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კონფერენციის დამაარსებელი და ორგანიზატორი.


პროფ. მაიკლ ვიკერსი - ოქსფორდის უნივერსიტეტი, კონფერენციის სხდომების მუდმივი თავმჯდომარე


პროფ. ვალტერ კუნტნერი - ლეოპოლდ ფრანცენის სახელობის ინსბრუკის უნივერსიტეტი, სამეცნიერო საბჭოს წევრი.

პროფ. სანდრა ჰაინჩი - ლეოპოლდ ფრანცენის სახელობის ინსბრუკის უნივერსიტეტი, სამეცნიერო საბჭოს წევრი.


პროფ. ებერჰარდ ზაუერი - ედინბურგის უნივერსიტეტი, სამეცნიერო საბჭოს წევრი.


პროფ. პაოლო ბიაჯი - ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტი, სამეცნიერო საბჭოს წევრი.


პროფ. ანეგრეტ პლონტკე-ლუნინგი - ფრიდრიხ შილერის სახელობის იენას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამეცნიერო საბჭოს წევრი.


პროფ. ასკოლდ ივანჩიკი - CNRS ბორდოს უნივერსიტეტი, სამეცნიერო საბჭოს წევრი.

პროფ. ლასლო ბორჰი - ეოტვოშ ლორანდის სახელობის ბუდაპეშტის უნივერსიტეტის რექტორი, სამეცნიერო საბჭოს წევრი.

 

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია 2023 წლის 10 აპრილამდე.

სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/rxBJYz18QcHYg7VT7
კონფერენციაში მონაწილეობის საწევრო გადასახადი შეადგენს 100 ლარს.

საკონტაქტო პირი: ანა თეთრუაშვილი. +995558791093, vardziaconference@gmail.com

თარიღი: 22/02/2023